როგორც აღვნიშნე უკვე აშკარა გახდა ტელეარხებს შორის დაპირისპირება ინფორმაციის სანდოობაზე და მათი მფლობელების ჩარევა არ ჩარევაზე.თუმცა მთავრობის ან თუნდაც კონკრეტული პირების გავლენა რომ იგრძნობა ტელევიზიაზე ეს აშკარაა.
ხუთი არხის მიერ წარმოდგენილი ახალი ამბების თვისებრივი ანალიზის შედეგად გაირკვა,რომ მაყურებელი იღებდა მოვლენათა რადიკალურად განსხვავებულ ვერსიებს,ერთი მხრივ,რუსთავი 2-იდან,იმედიდან და პირველი არხიდან და,მეორე მხრივ,მაესტროდან და კავკასიიდან,რაც იმაზე მიუთითებს,რომ მართლაც შესაძლებელია უყურო სხვადასხვა არხს და შემდეგ ჩამოაყალიბო საკუთარი აზრი მიმდინარე მოვლენების შესახებ.როდესაც არხები ერთსა და იმავე მოვლენას აშუქებდნენ,ხშირად შესაძლებელი იყო არხების სიმპატიების ამოკითხვა იმის მიხედვით,თუ როგორ ხდებოდა მოვლენის გაშუქება.
ამის მაგალითია "რუსთავი 2"ის მიერგაშუქებული "მის საქართველოს" კონკურსი."რუსთვი 2"ის მიერ გავრცელებულ სიუჟეტში ჩანს,რომ ჟანეტა ქერდიყოშვილმა არ იცის ქართული და რომ იგი სანკტ–პეტერბურგიდან სპეციალურად "მის საქართველოსთვის" ჩამოვიდა,თუმცა სულ სხვაგვარადაა ყველაფერი "მაესტროს" მიერ გაშუქებულ სიუჟეტში.
მედია მონიტორინგმა აგრეთვე გვიჩვენა,რომ შესწავლილი არხები მართლაც დაპირისპირებულ ‘ბანაკებს’ეკუთვნიან.იმედი,რუსთავი 2და პირველი არხი ხშირად აშუქებენ მსგავს ამბებს
და არ აკრიტიკებენ ერთმანეთს,ხოლო კავკასია და მაესტრო ზუსტად იგივეს აკეთებენ საპირისპირო მხრიდან.
მიუხდავად იმისა,რომ უამრავი რამ რჩება გასაკეთებელი იმისათვის,რომ საქართველოში გარანტირებულ იქნეს თავისუფალი,დამოუკიდებელი ტელევიზიის არსებობა.
ბიბლიოგრაფია:
წყარო: წიგნი
სათაური: საქართველოს მედიის სიღრმისეული კვლევა
ავტორი: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი
თარიღი: 2009წ. აგვისტო-ნოემბერი
No comments:
Post a Comment