Wednesday, June 6, 2012

მედია,მთავრობა და საზოგადოება

    როგორც მოგახსენეთ დღეს არსებული ტელეარხებიდან უმრავლესობა კერძო საკუთრებაშია,ზოგიერთ შემთხვევაში სწორედ ეს ხდება სხვადასხვა ტელეარხებს შორის მწვავე დაპირისპირების მიზეზი.
    ხშირად მედია საშუალებები აღიქმება როგორც ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების გამტარებელი მიკერძოებული წყაროები,და არა როგორც ინფორმაციის მიუკერძოებელი მიმწოდებლები.ამას დიდი ხნის ისტორია აქვს საქართველოში.სატელევიზიო არხი რუსთავი 2აღიქმება,როგორც 2003წლის ვარდების რევოლუციის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.2007წლის პოლიტიკური კრიზისის დროს მოვლენების ეპიცენტრში იყო სატელევიზიო არხი იმედი,მიუხედავად იმისა,რომ ის დარბეული და დახურული იქნა ხელისუფლების მიერ.ახლახანს კი,2009წლის აპრილში,ღია პოლიტიკური პოზიცია დაიკავა თბილისის ტელეარხმა მაესტრომ,რომელიც თავის მაყურებელს მთავრობის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებზე იხმობდა.ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით არც არის გასაკვირი,რომ დებატები ქართული მედიის შესახებ საკმაოდ მწვავე ხასიათს იღებს.მიუხედავად ამისა,დღემდე არ იყო სათანადოდ შესწავლილი მედიაში და მედიის ირგვლივ არსებული მდგომარეობა:როგორ აღიქმება ის საზოგადოებისა და პროფესიონალების მიერ,რა მოლოდინები აქვთ საქართველოს მოქალაქეებს ამ სექტორისაგან,და რაში მდგომარეობს მედიის ძლიერი და სუსტი მხარეები.
      საქართველოში მედია მოსახლეობის უფრო დიდი ნდობით სარგებლობს,ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში.საქართველოში გამოკითხული რესპონდენტების 47%ნაწილობრივ ან სრულად ენდობა მედიას;შედარებისათვის,აზერბაიჯანში 43%ენდობა მედიას,ხოლო სომხეთში -39%.
  ქართველი ახალი ამბების მომხმარებლები აცნობიერებენ,რომ
სატელევიზიო ახალი ამბები პოტენციურად მიკერძოებულია;გამოსავალს,მათი აზრით,სხვადასხვა არხის ყურება წარმოადგენს.
 სხვადასხვა  საინფორმაციო ტელეარხებზე ხელმისაწვდომობა საქართველოს მასშტაბით განსხვავდება.მოსახლეობის უმრავლესობას მხოლოდ რუსთავი 2-ის,იმედისა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ყურება შეუძლია.ეს არხები მთავრობის ინტერესების გამომხატველად აღიქმება რესპონდენტთა,შესაბამისად,51,33და 51პროცენტის მიერ.თბილისში მაუწყებლობს კიდევ ორი არხი,მაესტრო და კავკასია,რომლებიც ოპოზიციის მხარდამჭერებად არის მიჩნეული (თბილისის მოსახლეობის 68%-ს სჯერა,რომ კავკასია ოპოზიციის ინტერესებს გამოხატავს,და50% ამბობს,რომ მაესტრო აგრეთვე ოპოზიციას უჭერს მხარს).მიუხედავად იმისა,რომ ეს ნიშნავს,რომ თბილისის მოსახლეობას საშუალება აქვს გაეცნოს შეხედულებათა უფრო ფართო სპექტრს,თბილისში ჩატარებული ფოკუს ჯგუფების მონაწილეებმა არც ერთი სატელევიზიო არხი არ მიიჩნიეს ობიექტურად;მათი აზრით,კავკასიაც და მაესტროც„მიკერძოებულად“და„ცალმხრივად“აშუქებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.61% თვლის,რომ ტელეარხების მფლობელები ახდენენ გავლენას ახალი ამბების გაშუქებაზე.
   რუსთავი 2-ისა და იმედის მფლობელების ვინაობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა;ფოკუს ჯგუფების მონაწილეთა უმრავლესობას მიაჩნია,რომ ამ არხების
მფლობელები მთავრობის გავლენის ქვეშ არიან.იქიდან გამომდინარე,რომ გამოკითხულთა 49%-ს მიაჩნია,რომ ჟურნალისტები გარკვეულწილად ემსახურებიან მთავრობის ინტერესებს,მედიის თავისუფლების საკითხი საქართველოში მართლაც შემაშფოთებელი ხდება.
 ქართველების უმრავლესობა ეწინააღმდეგება ყოველგვარ ცენზურას სახელმწიფოს მხრიდან.გამოკითხულთა 63% იზიარებს მოსაზრებას,რომ მთავრობა არ უნდა აკონტროლებდეს მედიას,ხოლო22%-ს მიაჩნია,რომ მთავრობას აქვს უფლება,აკონტროლებდეს მედიას.
შესაბამისად,ქართველთა უმრავლესობისათვის კარგადაა ცნობილი მედიის სექტორში არსებული პრობლემები.ნათელია ისიც,რომ საზოგადოებაში არსებობს უფრო პროფესიული,მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მედია სივრცის არსებობის სურვილი.
  მთლიანობაში,შედეგები მოწმობს ქართული საზოგადოების არაერთგაროვან დამოკიდებულებაზე მედიის მიმართ.ნათელია,რომ ქართველები ხედავენ ახალი ამბების ყველაზე პოპულარული წყაროების ნაკლოვანებებს,მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა მაინც მოიხმარს ამ წყაროებს.მაშინ,როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა ჟურნალისტებისაგან მიუკერძოებელ,დამოუკიდებელ რეპორტაჟებს მოითხოვს,მას აგრეთვე სურს მიიღოს პროფესიულად წარმოდგენილი მაღალხარისხიანი მასალა.მიუხედავად იმისა,რომ სატელევიზიო ახალი ამბები დღესდღეობით ყველაზე გავლენიანია,ქართველთა დიდი ნაწილი ინფორმაციის სხვა წყაროებსაც მიმართავს პერიოდულად მაინც,და უმრავლესობას სურს,მნიშვნელოვანი საკითხები გამოძიებული იქნეს ჟურნალისტების მიერ მთავრობის ან მედიის მფლობელების ჩარევისა და გავლენის გარეშე.
  მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალები ასევე უფრო შეწუხებულნი იყვნენ მთავრობის ჩარევით მედია საშუალებების მუშაობაში–83%თვლის,რომ ჟურნალისტები ხშირად მთავრობის ინტერესების გავლენის ქვეშ ექცევიან,მაშინ,როდესაც საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 18%ფიქრობს ასე.მედია პროფესიონალების დიდმა ნაწილმა აღნიშნა,რომ ჟურნალისტების მიერ მთავრობის ინტერესების გატარება ყველაზე შესამჩნევია ტელევიზიაში.უმრავლესობის აზრით,ამ საინფორმაციო საშუალებების მფლობელების შესახებ ინფორმაციის გაუმჭვირვალობა უფრო აადვილებს ზეწოლის განხორციელებას,ის ფაქტი,რომ ინფორმაცია სხვადასხვა ტელეარხის მფლობელების ვინაობისშესახებ არ არის გამჭვირვალე,ამტკიცებს,რომ ისინი დაკავშირებულნი არიან კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერებთან და პარტიებთან.მედია პროფესიონალთა 79% მიიჩნევს,რომ მედია საშუალებების მფლობელები დიდ გავლენას ახდენენ ახალი ამბების გაშუქებაზე.ტელევიზიასთან დაკავშირებული პრობლემები ძირითადად მთავრობის ზეგავლენას უკავშირდება,ხოლო რაც შეეხება მედია საშუალებების სხვა ტიპებს,უმთავრეს პრობლემად დასახელებული იქნა პროფესიონალიზმის ნაკლებობა.
    როგორც ზემოთ აღვნიშნე ტელეარხების უმრავლესობა მთავრობის ან კერძო პირის გავლენის ქვეშ ექცევა,ამ დროს დგება საკითხი ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით და ეს საკითხი ბევრჯერ ტელევიზიების დაპირისპირების მიზეზი გახდა,რაც ცუდად აისახება საზოგადოებაზე.


ბიბლიოგრაფია:
წყარო: წიგნი
სათაური: საქართველოს მედიის სიღრმისეული კვლევა
ავტორი: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი
თარიღი: 2009წ

No comments:

Post a Comment