Wednesday, June 6, 2012

დასკვნითი ნაწილი

  როგორც ზემოთ აღვნიშნე,ტელევიზია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში და რა თქმა უნდა თითოეული ჩვენგანი დაინტერესებულია იმით,თუ რა ინფორმაციას ვიღებთ მათგან.ამიტომ საჭიროა, რომ ინფორმირებულები ვიყოთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით.თუმცა როგორც დავინახეთ ამ ყველაფრის გაგება ცოტა რთულია,რადგან დღევანდელ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ,ცოტა ჩახლართულია ყველაფერი.
        დღესდღეობით ტელევიზიაზე მთავრობის გავლენის მოსპობა გადაუჭრელ პრობლემად რჩება,თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო ისიც,რომ წინა წლებთან შედარებით მდომარეობა აშკარად გაუმჯობესებულია და ძველი დროის ტელევიზიასთნ შედარებაც კი არ შეიძლება.
   ასევე ყველასთვის კარდაგაა ცნობილი,რომ მთავრობის გავლენის სრული მოსპობა შეუძლებელია,თუმცა შესაძლებელია მისი შემსუბუქებადა შესუსტება.როგორც ზემოთ აღვნიშნე ბევრი რამ კეთდება იმისთვის,რომ მთავრობის ან კერძო პირების გავლენა შესუსტდეს,თუმცა წინასწარი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია ამ ყველაფერთან დაკავშირებით.უბრალოდ რაც შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ,ეს ისაა,რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად,ვითარდება ტელევიზიაც და მომავალშიც იგეგმება მისი უფრო და უფრო განვითრება.

სანდო თუ არასანდო???

   როგორც აღვნიშნე უკვე აშკარა გახდა ტელეარხებს შორის დაპირისპირება ინფორმაციის სანდოობაზე და მათი მფლობელების ჩარევა არ ჩარევაზე.თუმცა მთავრობის ან თუნდაც კონკრეტული პირების გავლენა რომ იგრძნობა ტელევიზიაზე ეს აშკარაა.

      ხუთი არხის მიერ წარმოდგენილი ახალი ამბების თვისებრივი ანალიზის შედეგად გაირკვა,რომ მაყურებელი იღებდა მოვლენათა რადიკალურად განსხვავებულ ვერსიებს,ერთი მხრივ,რუსთავი 2-იდან,იმედიდან და პირველი არხიდან და,მეორე მხრივ,მაესტროდან და კავკასიიდან,რაც იმაზე მიუთითებს,რომ მართლაც შესაძლებელია უყურო სხვადასხვა არხს და შემდეგ ჩამოაყალიბო საკუთარი აზრი მიმდინარე მოვლენების შესახებ.როდესაც არხები ერთსა და იმავე მოვლენას აშუქებდნენ,ხშირად შესაძლებელი იყო არხების სიმპატიების ამოკითხვა იმის მიხედვით,თუ როგორ ხდებოდა მოვლენის გაშუქება.

   ამის მაგალითია "რუსთავი 2"ის მიერგაშუქებული "მის საქართველოს" კონკურსი."რუსთვი 2"ის მიერ გავრცელებულ სიუჟეტში ჩანს,რომ ჟანეტა ქერდიყოშვილმა არ იცის ქართული და რომ იგი სანკტ–პეტერბურგიდან სპეციალურად "მის საქართველოსთვის" ჩამოვიდა,თუმცა სულ სხვაგვარადაა ყველაფერი "მაესტროს" მიერ გაშუქებულ სიუჟეტში.
   მედია მონიტორინგმა აგრეთვე გვიჩვენა,რომ შესწავლილი არხები მართლაც დაპირისპირებულ ‘ბანაკებს’ეკუთვნიან.იმედი,რუსთავი 2და პირველი არხი ხშირად აშუქებენ მსგავს ამბებს
და არ აკრიტიკებენ ერთმანეთს,ხოლო კავკასია და მაესტრო ზუსტად იგივეს აკეთებენ საპირისპირო მხრიდან.
   მიუხდავად იმისა,რომ უამრავი რამ რჩება გასაკეთებელი იმისათვის,რომ საქართველოში გარანტირებულ იქნეს თავისუფალი,დამოუკიდებელი ტელევიზიის არსებობა.


ბიბლიოგრაფია:
წყარო: წიგნი
სათაური: საქართველოს მედიის სიღრმისეული კვლევა
ავტორი: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი
თარიღი: 2009წ. აგვისტო-ნოემბერი

მედია,მთავრობა და საზოგადოება

    როგორც მოგახსენეთ დღეს არსებული ტელეარხებიდან უმრავლესობა კერძო საკუთრებაშია,ზოგიერთ შემთხვევაში სწორედ ეს ხდება სხვადასხვა ტელეარხებს შორის მწვავე დაპირისპირების მიზეზი.
    ხშირად მედია საშუალებები აღიქმება როგორც ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების გამტარებელი მიკერძოებული წყაროები,და არა როგორც ინფორმაციის მიუკერძოებელი მიმწოდებლები.ამას დიდი ხნის ისტორია აქვს საქართველოში.სატელევიზიო არხი რუსთავი 2აღიქმება,როგორც 2003წლის ვარდების რევოლუციის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.2007წლის პოლიტიკური კრიზისის დროს მოვლენების ეპიცენტრში იყო სატელევიზიო არხი იმედი,მიუხედავად იმისა,რომ ის დარბეული და დახურული იქნა ხელისუფლების მიერ.ახლახანს კი,2009წლის აპრილში,ღია პოლიტიკური პოზიცია დაიკავა თბილისის ტელეარხმა მაესტრომ,რომელიც თავის მაყურებელს მთავრობის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებზე იხმობდა.ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით არც არის გასაკვირი,რომ დებატები ქართული მედიის შესახებ საკმაოდ მწვავე ხასიათს იღებს.მიუხედავად ამისა,დღემდე არ იყო სათანადოდ შესწავლილი მედიაში და მედიის ირგვლივ არსებული მდგომარეობა:როგორ აღიქმება ის საზოგადოებისა და პროფესიონალების მიერ,რა მოლოდინები აქვთ საქართველოს მოქალაქეებს ამ სექტორისაგან,და რაში მდგომარეობს მედიის ძლიერი და სუსტი მხარეები.
      საქართველოში მედია მოსახლეობის უფრო დიდი ნდობით სარგებლობს,ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში.საქართველოში გამოკითხული რესპონდენტების 47%ნაწილობრივ ან სრულად ენდობა მედიას;შედარებისათვის,აზერბაიჯანში 43%ენდობა მედიას,ხოლო სომხეთში -39%.
  ქართველი ახალი ამბების მომხმარებლები აცნობიერებენ,რომ
სატელევიზიო ახალი ამბები პოტენციურად მიკერძოებულია;გამოსავალს,მათი აზრით,სხვადასხვა არხის ყურება წარმოადგენს.
 სხვადასხვა  საინფორმაციო ტელეარხებზე ხელმისაწვდომობა საქართველოს მასშტაბით განსხვავდება.მოსახლეობის უმრავლესობას მხოლოდ რუსთავი 2-ის,იმედისა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ყურება შეუძლია.ეს არხები მთავრობის ინტერესების გამომხატველად აღიქმება რესპონდენტთა,შესაბამისად,51,33და 51პროცენტის მიერ.თბილისში მაუწყებლობს კიდევ ორი არხი,მაესტრო და კავკასია,რომლებიც ოპოზიციის მხარდამჭერებად არის მიჩნეული (თბილისის მოსახლეობის 68%-ს სჯერა,რომ კავკასია ოპოზიციის ინტერესებს გამოხატავს,და50% ამბობს,რომ მაესტრო აგრეთვე ოპოზიციას უჭერს მხარს).მიუხედავად იმისა,რომ ეს ნიშნავს,რომ თბილისის მოსახლეობას საშუალება აქვს გაეცნოს შეხედულებათა უფრო ფართო სპექტრს,თბილისში ჩატარებული ფოკუს ჯგუფების მონაწილეებმა არც ერთი სატელევიზიო არხი არ მიიჩნიეს ობიექტურად;მათი აზრით,კავკასიაც და მაესტროც„მიკერძოებულად“და„ცალმხრივად“აშუქებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.61% თვლის,რომ ტელეარხების მფლობელები ახდენენ გავლენას ახალი ამბების გაშუქებაზე.
   რუსთავი 2-ისა და იმედის მფლობელების ვინაობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა;ფოკუს ჯგუფების მონაწილეთა უმრავლესობას მიაჩნია,რომ ამ არხების
მფლობელები მთავრობის გავლენის ქვეშ არიან.იქიდან გამომდინარე,რომ გამოკითხულთა 49%-ს მიაჩნია,რომ ჟურნალისტები გარკვეულწილად ემსახურებიან მთავრობის ინტერესებს,მედიის თავისუფლების საკითხი საქართველოში მართლაც შემაშფოთებელი ხდება.
 ქართველების უმრავლესობა ეწინააღმდეგება ყოველგვარ ცენზურას სახელმწიფოს მხრიდან.გამოკითხულთა 63% იზიარებს მოსაზრებას,რომ მთავრობა არ უნდა აკონტროლებდეს მედიას,ხოლო22%-ს მიაჩნია,რომ მთავრობას აქვს უფლება,აკონტროლებდეს მედიას.
შესაბამისად,ქართველთა უმრავლესობისათვის კარგადაა ცნობილი მედიის სექტორში არსებული პრობლემები.ნათელია ისიც,რომ საზოგადოებაში არსებობს უფრო პროფესიული,მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მედია სივრცის არსებობის სურვილი.
  მთლიანობაში,შედეგები მოწმობს ქართული საზოგადოების არაერთგაროვან დამოკიდებულებაზე მედიის მიმართ.ნათელია,რომ ქართველები ხედავენ ახალი ამბების ყველაზე პოპულარული წყაროების ნაკლოვანებებს,მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა მაინც მოიხმარს ამ წყაროებს.მაშინ,როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა ჟურნალისტებისაგან მიუკერძოებელ,დამოუკიდებელ რეპორტაჟებს მოითხოვს,მას აგრეთვე სურს მიიღოს პროფესიულად წარმოდგენილი მაღალხარისხიანი მასალა.მიუხედავად იმისა,რომ სატელევიზიო ახალი ამბები დღესდღეობით ყველაზე გავლენიანია,ქართველთა დიდი ნაწილი ინფორმაციის სხვა წყაროებსაც მიმართავს პერიოდულად მაინც,და უმრავლესობას სურს,მნიშვნელოვანი საკითხები გამოძიებული იქნეს ჟურნალისტების მიერ მთავრობის ან მედიის მფლობელების ჩარევისა და გავლენის გარეშე.
  მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალები ასევე უფრო შეწუხებულნი იყვნენ მთავრობის ჩარევით მედია საშუალებების მუშაობაში–83%თვლის,რომ ჟურნალისტები ხშირად მთავრობის ინტერესების გავლენის ქვეშ ექცევიან,მაშინ,როდესაც საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 18%ფიქრობს ასე.მედია პროფესიონალების დიდმა ნაწილმა აღნიშნა,რომ ჟურნალისტების მიერ მთავრობის ინტერესების გატარება ყველაზე შესამჩნევია ტელევიზიაში.უმრავლესობის აზრით,ამ საინფორმაციო საშუალებების მფლობელების შესახებ ინფორმაციის გაუმჭვირვალობა უფრო აადვილებს ზეწოლის განხორციელებას,ის ფაქტი,რომ ინფორმაცია სხვადასხვა ტელეარხის მფლობელების ვინაობისშესახებ არ არის გამჭვირვალე,ამტკიცებს,რომ ისინი დაკავშირებულნი არიან კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერებთან და პარტიებთან.მედია პროფესიონალთა 79% მიიჩნევს,რომ მედია საშუალებების მფლობელები დიდ გავლენას ახდენენ ახალი ამბების გაშუქებაზე.ტელევიზიასთან დაკავშირებული პრობლემები ძირითადად მთავრობის ზეგავლენას უკავშირდება,ხოლო რაც შეეხება მედია საშუალებების სხვა ტიპებს,უმთავრეს პრობლემად დასახელებული იქნა პროფესიონალიზმის ნაკლებობა.
    როგორც ზემოთ აღვნიშნე ტელეარხების უმრავლესობა მთავრობის ან კერძო პირის გავლენის ქვეშ ექცევა,ამ დროს დგება საკითხი ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით და ეს საკითხი ბევრჯერ ტელევიზიების დაპირისპირების მიზეზი გახდა,რაც ცუდად აისახება საზოგადოებაზე.


ბიბლიოგრაფია:
წყარო: წიგნი
სათაური: საქართველოს მედიის სიღრმისეული კვლევა
ავტორი: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი
თარიღი: 2009წ

ქართული ტელეარხები

     საქართველოში, ისევე როგორც ალბათ მთელ მსოფლიოში, ყველაზე დიდი აუდიტორია ტელევიზიას ჰყავს.რაც შეეხება ტელემაუწყებლობას, დაახლოებით ათამდე ქართული ტელეკომპანია მოღვაწეობს ამჟამად და ყველა მათგანი კერძო საკუთრებას წარმოადგენს, გარდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა.
  თავდაპირველად დავიწყებ მათი დაარსების ისტორიით.
   "იმედი" — კერძო ტელეკომპანია საქართველოში, დაარსდა 2001 წელს. არხი მაუწყებლობს 2003 წლის 15 მარტიდან. არხისადმი მაყურებლის ერთგულებას განაპირობებს: სწრაფად, ზუსტად და ამომწურავად გაშუქებული ახალი ამბები; პოლიტიკურ-სოციალური თოქ-შოუები; შემეცნებით-გასართობი, საგანმანათლებლო, ისტორიული, რელიგიური, სპორტული, იუმორისტული პროგრამები; ქართული და უცხოური სერიალები; მაღალი ხარისხის ადაპტირებული ფორმატები. ტელეკომპანიის გარდა ჰოლდინგის სტრუქტურა საგამომცემლო, რადიო, ტელეპროდუქციის მწარმოებელ და სხვა კომპანიებს აერთიანებს. თავდაპირველად როცა ჰოლდინგი ინვესტორთა ჯგუფის მფლობელობაში იყო, მას ბადრი პატარკაციშვილი ხელმძღვანელობდა 2009 წლამდე. 6 წლის განმავლობაში (2003-2009) ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორი იყო ბიძინა ბარათაშვილი, ახლა კი მას გიორგი არველაძე უდგას სათავეში.ტელეკომპანია იმედი თავისი მაუწყებლობით საქართველოს ტერიტორიის 70%-ზე მეტს მოიცავს, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 80%-ია.

2007 წელს “ტელეიმედი” მაყურებელთა ყურებადობის მიხედვით, პირველ ადგილზე დამკვიდრდა და დღემდე საქართველოს სატელევიზიო ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად რჩება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ბაზა ტელეკომპანიას საშუალებას აძლევს, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიის სრული დაფარვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მაუწყებლობა. არხის შემოქმედებითი ჯგუფები გამართულ სტუდია-პავილიონებში აწარმოებენ უმაღლესი ხარისხის და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან პროდუქციას. პირველად ქართულ ტელესივრცეში სწორედ “იმედმა” დაიწყო ლიცენზირებული პროდუქციის ჩვენება.
“ტელეიმედი” სთავაზობს მაყურებელს პოპულარულ ტელესერიალებსა და ტელენოველებს; კინოჰიტებსა და კინოკლასიკას; დოკუმენტურ-შემეცნებით ფილმებს; ანიმაციურ სერიალებს. “იმედი” ახორციელებს პრესტიჟულ კინო და მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიებისპირდაპირ ტრანსლაციას.

      სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რომელიც 1994 წელს დაარსდა, ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში.“ რუსთავი 2“ კერძო კომპანიაა, მისი მფლობელები არიან ლევან ყარამანიშვილი - 90% და  გიორგი გეგეშიძე - 10%. იხილეთ შესაბამისობის დეკლარაცია.  „რუსთავი 2“  მაუწყებლობს მეტრულ არხზე და მისი გადაცემების ყურება საქართველოს მოსახლეობის 85% შეუძლია.რუსთავი 2 ამზადებს მრავალფეროვან და მაღალხარისხოვან ლიცენზირებულ პროგრამებს, ეთერში გადასცემს უახლეს ინფორმაციას, პოლიტიკურ ტოქშოუს, გასართობ და სპორტულ პროგრამებს და ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების ტრანსლაციებს (ოსკარით დაჯილდოების ცერემონია, “მის მსოფლიო”...) ქართულ ენაზე. „რუსთავი 2“-ის პროგრამები ყველაზე მაღალ რეიტინგულია საქართველოში.
    "პირველი არხი" - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ტელეარხი. მაუწყებლობს 1956 წლიდან საქართველოს მასშტაბით. ამჟამად საქართველოს მოსახლეობის 85% იღებს პირველი არხის მაუწყებლობას.
     სტუდია "მაესტრო" შეიქმნა 1995 წლის თებერვალში. ის ეთერში გადიოდა სახელმწიფო ტელევიზიის I და II არხებზე სხვადასხვა გასართობი გადაცემებით. 2001 წელს "მაესტრომ" ტელეკომპანია "პირველი სტერეოს" ეთერში პირველად საქართველოში შექმნა მუსიკალურ-გასართობი არხი. შემდეგ კი მოღვაწეობა გააგრძელა ტელეკომპანია "ევრიკაზე". სტუდია "მაესტროს" განხორციელებული აქვს 50-ზე მეტი სხვადასხვა პროექტი, რამდენიმე სატელევიზიო თამაში და ლატარეა. "მაესტრო" ყოველთვის ითვლებოდა ნოვატორ სტუდიად. მან პირველმა საქართველოში შექმნა იუმორისტულ-სატირული გადაცემა "პა-სეანსი", ასევე პირველმა გააკეთა მუსიკალურ-გასართობი არხი და პირველმა შესთავაზა მაყურებელს საქართველოს ისტორიაში პირველი რეალური შოუ "ამტანი". "მაესტრო" ეთერში გადის გაფართოებული მაუწყებლობით. მისი პროგრამები ვრცელდება საკაბელო ქსელის მეშვეობით თბილისში, მცხეთაში, რუსთავში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, აგრეთვე რამდენიმე სხვა რაიონში.
   ტელეკომპანია მაესტრო ყოველთვის თავისი სკანდალური და ინტრიგული რეპორტაჟებით აოცებს ხალხს. მაესტროს ტელევიზია ცოტა საიდუმლოებებით არის მოცული, ის ცნობილია როგორც ობიექტური ტელევიზია.
    როგორც მოგახსენეთ ეს იყო მცირე მომოხილვა ქართული ტელევიზიების და მათი დაარსების ისტორიები.
    ამ ყველაფერთან ერთად მგონი ბევრს აინტერესებს თუ რა კავშირია ტელევიზიასა და მთავრობას შორის და როგორ რეაგირებს ამ ყველაპერზე საზოგადოება.


ბიბლიოგრაფია:
წყარო: ინტერნეტი
სათაური:ქართული ტელეარხები
ავტორი: დავით თორდია
თარიღი: 2012წ.

http://geowikileaks.blogspot.com/2012/02/georgian-tv-s.html

ტელევიზია ჩვენს ცხოვრებაში

        როგორც ვიცით ტელევიზია ერთ–ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს თითეული ჩვენგანის ცხოვრებაში და ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია თუ რა ინფორმაციას გვაწვდის თითოეული ტელევიზია?უნდა ვენდოთ თუ არა მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას?და არის თუ არა სანდო მათ მიერ მოწოდებლი ინფორმაცია?არიან თუ არა ტელევიზიები დამოუკიდებლები?და ასევე ვისაუბრებ ტელევიზიებს შორის დაპირისპირებზე.თუმცა ამ ყველაფერზე  ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ,მანამდე კი მგონი ბევრმა არც იცის თუ როგორ და რა ფორმით შემოვიდა ტელევიზია ჩვენს ცხოვრებაში.
    მსოფლიოში ტელევიზიის განვითარების დასაწყისად ითვლება 1875-1877 წლები, როდესაც   მოძრავი ობიექტის გამოსახულების სიგნალის მიღებისა და გადაცემის ძირითადი პრინციპები იქნა შემუშავებული.თუმცა სატელევიზიო მაუწყებლობები სათავეს იღებს გვიანი 1920-იანი წლებიდან,მეოცე საუკუნის 50წლების შემდეგ კი მოსახლეობისთვის  ინფორმაციის მიწოდებისა და  გართობის ერთერთ ძირითად საშუალებად  იქცა.
        მგონი ყველას გვახსოვს,რომ თავდაპირველად ტელევიზია იყო შავ–თეთრი,თუმცა მსოფლიოს და ტექნიკის განვითრებამ ხელი შეუწყო იმას რომ დღესდღეობით ბოლომდე დახვეწილი და შეიძლება ითქვას სრულყოფილი ტელევიზია გვაქვს.
    ტელევიზიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საზღვარგარეთის სპეციალისტებს. პირველი სატელევიზიო გადამცემი და მიმღები შეიმუშავა პორტუგალიელმა მეცნიერმა დე პაივამ.
    ამჟამდ არსებობს ტელემაუწყებლობის სხვადასხვა სტანდარტი: SEKAM-3,PAL, NTSC და სხვა.
    მგონი საკმარისი ინფორმაცია მოგაწოდეთ ტელევიზიის დაარსებასთან დაკავშირებით,თანაც გამომდინარე იქიდან,რომ ჩემი თემა საქართველოს ტელევიზიაა დიდხანს აღარ შევჩერდები მსოფლიოს ტელევიზიაზე და შემდეგ პოსტს საქართველოს ტელევიზიას დავუთმობ.

Monday, June 4, 2012

ქართული ტელევიზია სტარტს იღებს

   საქართველოს ტელევიზია 1953წლიდან იღებს სათავეს,ამავე წელს დაიწყო პირველი ტელეცენტრის დაპროეტება თბილისში, რომელიც უნდა განთავსებულიყო მთაწმინდის ზედა პლატოზე.1956 წელს მთაწმინდის ზედა პლატოზე პროექტის შესაბამისად დამთავრდა სატელევიზიო ანძის მშენებლობა. ანძის სიმარლე 185 მეტრი იყო(ეს ანძა მაშინ სსრკ-ში ყველაზე მაღალი იყო) და სწორედ მთაწმინდის ტელესტუდიიდან ხორციელდებოდა პირველი ტელეგადაცემები.მთაწმინდის ტელესტუდიიდან მაუწყებლობა 11 წელი მიდიოდა.
     1956 წლის 30 დეკემბერს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისის ტელეცენტრი და დაიწყო სატელევიზიო პროგრამების რეგულარული გადაცემები,სწორედ  ეს წელია ქართული ტელევიზიის ფეხადგმის წელი.ტელემაუწყებლობა მართლაც დიდი მოვლენა იყო არა მარტო საქართველოს სინამდვილეში, არამედ კაცობრიობის განვითარების ისტორიაში.
       ტელეგადაცემები საწყის პერიოდში წარმოებდა კვირაში ოთხჯერ, ხოლო 1961 წლიდან დაიწყო ყოველდღიური გადაცემები. პირველი ტელეგადაცემები იმ პერიოდში შესაბამისი ჩამწერი აპარატურის არარსებობის გამო წარმოებდა ჩაწერის გარეშე, პირდაპირი ეთერით, რაც ძალიან ართულებდა სამუშაოებს.
     პიველი დიქტორები იყვნენ: ა. მაჭავარიანი, ლ. მიქაძე. ტელევიზიის პირველი ნაბიჯები საქართველოში რთული და ძნელი გადასადგმელი იყო,სტუდიაში თავდაპირველად ერთი უძრავი კამერა იყო. არ იყო მრავალფეროვანი გადაცემები, თუმცა მრავალფეროვანი იყო საბავშვო გადაცემები,მათ მთელი სატელევიზიო ეთერის ნახევარზე მეტი ეთმობოდა,იდგმებოდა სხვადასხვა საბავშვო დადგმები: „ქარელი გველი“, “სქელი და თხელი“,   „კაკო ყაჩაღი“ და სხვ.
      აგრეთვე იყო მხიარული ვვიქტორინები, მუსიკალური სკოლის მოსწავლეების კონცერტები , „ბაბუა თევდორეს ზღაპრები“ ,  „შეხვედრები პირველკლასელებთან და ა.შ.....
   საეთერო დრო ეთმობოდა აგრეთვე მუსიკასაც. ხშირად გადიოდა კონცერტები რომელიც მოწონებას ვერ იმსახურებდა. საქმე ის იყო, რომ ამ კონცერტებს ისე აკეთებდნენ, როგორც „ცოცხალ“ გადაცემას , და ის რაღაც გაურკვეველ შთაბეჭდილებებს ტოვებდა.თუმცა იყო ისეთი კონცერტებიც რომელის საყოველთაო აღიარებებს იწვევდა. ისინი ძირითადად უცხოელი შმსრულებლების  ხარჯზე  ხდებოდა.
          1957 წლის შემოდგომაზე თბილისის ტელე სტუდიამ მიიღო მოძრავი ტელე-სადგური, რომლითაც შესაძლებელი გახდა ფართოდ გაშლილიყო ტელე საქმიანობა. ამ სადგურის წყალობით შესაძლებელი გახდა  პირდაპირ ეთერში სპორტული და კულტურული ღონისძიებების პირდაპირ ეთერში გადაცემა. პირველი პირდაპირი გადაცემა გადაიცა „დინამოს„ სტადიონიდან.
ამავე წლის 27 აგვისტოს დაიწყო პოლიტიკური გადაცემების გაკეთება. უნდა ითქვას რომ სწორედ ამ პერიოდიდან იწყება სატელევიზიო დადგმების გაკეთებაც.განსაკუთრებით აღსანიშნავია რეჟისორ მ. ჯალიაშვილის მიერ დადგმული „ბებრები“ (ნ. ლორთქიფანიძის მოთხრობის მიხედვით)    რომელშიც დაუვიწყარი სახეები შექმნეს ს თაყაიშვილმა, და ა. ჟორჯოლიანმა.
       1958 წლიდან იწყება საინფორმაციო გადაცემების გაკეთება. აღსანიშნავია გადაცემა „უკანასკნელი ცნობები“, რომელიც დიდი პოპულარობითა და რეიტინგით სარგებლობდა.  ამ გადაცემის მეშვეობით ხალხი  კვირაში 2-3 ჯერ საინტერესო ცნობებს იღებდა.1958 წ-ს 16 მარტს პირველად მოხდა ჩართვა საარჩევნო უბნიდან.
         1968 წლიდან ჩამოყალიბდა ტელეფილმების სტუდია,ამავე წლიდან ქართული ტელევიზია ფერადი გახდა, ფერადი გადაცემები დაიწყო 7 ნოემბერს.
       1972 წელს მთაწმინდის ზედა პლატოზე დამთავრდა ახალი მრავალპროგრამიანი სატელევიზიო ანძის მშენებლობა, რომლის სიმაღლე 274,5 მეტრია.
   1999 წლის 1 ოქტომბერს მოეწყო საქართველოს ტელერადიოკორპორაციის პირველი ტელე და რადიოპროგრამების  გადაცემა თანამგხზავრული კავშირის სისტემის საშუალებით.
         .1956 წ-ს შემდეგ ტელევიზიამ დიდი პროგრესი განიცადა, და იგი დღეს უკვე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მის გარეშე ცხოვრება  წარმოუდგენელია, იგი ინფორმაციის მიწოდებისა და გადაცემის საუკეთესო საშუალებაა.ტელევიზიამ დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოების განვითარებაზე და იგი ახლაც დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. ამ ყველაფრის შედეგად მივიღეთ ის,რომ დღესდღეობით საქართველოს ტელესივრცეში არაერთი არხია,რომლებიც წინა პერიოდისაგან განსხვავებით მრავალფეროვან და საინტერესო გადაცემებს გვთავაზობენ.


ბიბლიოგრაფია:

წყარო: ინტერნეტი
სათაური: საქართველოს ტელევიზია პირველ ბაქანზე
ავტორი: დათო ცერცვაძე
თარიღი: 2011წ.

http://siraqlema.blogspot.com/2011/05/blog-post_14.html